ნეფერეფრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნეფერეფრა – (ან რანეფერეფი, ეგვ. Nfr.f-R, „მშვენიერია რა“, დაახლ.ჩვ.წ.-მდე 2419-2416 წწ.), ეგვიპტის V დინასტიის მეხუთე ფარაონი, შესაძლოა შეპსესკარას ძმა. სავარუდოდ, იმეფა რამდენიმე წელიწადს. მისი პირამიდა აბუსირში დასრულებული არ არის, მაგრამ 1980-1986 წლებში მის მოსახსენიებელ ტაძარში აღმოჩენილი იქნა დიდი რაოდენობით პაპირუსები, რომლებიც, ნეფერირკარას პაპირუსების შემდეგ, უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს ამ პერიოდის ეგვიპტის შესასწავლად. ამას გარდა, ამ პერიოდის გათხრების დროს მოძიებულმა ხის გემებმა და ტყვეების და თვითონ მეფის ქანდაკებებმა შეცვალეს აზრი ნეფერეფრას, როგორც მეორეხარისხოვანი ფარაონის შესახებ.