აბუსირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბუსირის პირამიდები

აბუსირი – (ეგვ. Bwwsr – „ოსირისის სახლი“, ან „ტაძარი“, ან „ადგილი“). აქ დაიწყეს სამარხების აგება V დინასტიის ფარაონებმა მას შემდეგ, რაც გიზე IV დინასტიის პირამიდებმა შეავსო. აქაა ფარაონების საჰურას, ნიუსერრას, ნეფერეფრას, ნეფერირკარას და დედოფალ ხენტკაუსის პირამიდები. აქვეა უსერკაფის, მისგან ჩრდილო-დასავლეთით კი, აბუ-გურაბის ბორცვზე, ნიუსერრას ცნობილი მზის ტაძრები.

აბუსირი ცნობილია ეგვიპტოლოგიაში ასევე ე.წ. „აბუსირის პაპირუსებით“. XIX ს. დასასრულს ნეფერირკარა (კაკაის) მოსახსენიებელ ტაძარში აღმოჩენილი იქნა ადმინისტრაციული პაპირუსების უზარმაზარი მასა. XX ს. დასასრულს ჩეხების ექსპედიციის მიერ ნაპოვნი იქნა სატაძრო ადმინისტრაციული დოკუმენტების ასევე დიდი მასა ნეფერეფრას და მისი დედის – ხენტკაუსის პირამიდების საკულტო კომპლექსებში. აბუსირის პირამიდები ზომით ძალიან ჩამოუვარდება III-IV დინასტიების ფარაონების პირამიდებს და თითქმის ყველა საფეხუროვანია.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები