ნეშმეტი – (ეგვ. Nm.t), ოსირისის საპროცესიო ბარკის სახელი, რომლითაც მას ჩვეულებრივ ტაძრიდან გამოაბრძანებდნენ. ნეშმეტს თავისი საკუთარი კულტი ჰქონდა, რადგან ცნობილია ქურუმები, რომლებიც მას ემსახურებოდნენ. ხანდახან გამოისახებოდა, როგორც ქალღმერთი, ბარკით თავზე.
წყარო
ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია