ნეხებკაუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნეხებკაუ – (ეგვ. Nhb-k3w), გველის იკონოგრაფიის მქონე დემონი, რას თანმხლები, რომელიც მის კარზე ცხოვრობდა და რას მზის ბარკით მოგზაურობისას თან ახლდა. ასევე პირამიდების ტექსტების თანახმად, ის სელკეტის შვილი იყო. იგივე სახელი ერქვა ეგვიპტური „გამოსვლის“, ან ნილოსის ადიდების (prt) სეზონის პირველ დღეს, როცა ნეხებკაუს დღესასწაულს ზეიმობდნენ.