ნიადაგების რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიადაგების რუკა – (soil map, pedological map), გამოსახავს ნიადაგის ტიპების გავრცელებას, მათ გენეზისს, ნიადაგწარმომქმნელ პირობებს, ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს. გამოიყენება ნიადაგების აგროსაწარმოო, ნიადაგურ-მელიორაციულ, ნიადაგურ-ეროზიულ კვლევებში.