ნიადაგის ჰორიზონტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიადაგის ჰორიზონტი – ნიადაგის სპეციფიკური შრე, რომელიც ყალიბდება ნიადაგის წარმოქმნის პროცესში და განსხვავდება სხვა ჰორიზონტებისგან შეფერილობით, სტრუქტურით, სიმკვრივით, მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური და სხვა თვისებებით.

ნიადაგის გენეტიკური ჰორიზონტების ერთობლიობა ქმნის ნიადაგის პროფილს – ნიადაგის შვეულ ჭრილს. ნიადაგის ჰორიზონტები მიწის ზედაპირიდან სიღრმისაკენ შემდეგია:
0 – ორგანული მატერია;
A – ნიადაგის ზედაპირი (ნეშომპალა-აკუმულაციური, ელუვიური; მინერალური ნიადაგის შრე, რომელიც შეიცავს ორგანული ნივთიერებებისა და ნიადაგური რესურსების უმეტეს რაოდენობას. ეს შრე ღარიბია რკინით, თიხით, ალუმინითა და ორგანული შენაერთებით);
B – ნიადაგქვეშა (ილუვიური, მეტამორფული; ნიადაგის შრე, რომელშიც ხდება საწყისი მასალის ქიმიური და ფიზიკური ცვლილებები. ამ შრეში გროვდება რკინა, თიხა, ალუმინი და ორგანული შენაერთები);
C – სუბსტრატი (დანალექი ქანების ძირითადი მასალა – დიდი უწყვეტი ქანების ფენა, რომელშიც გროვდება გამხსნელების მნიშვნელოვანი რაოდენობა);
R – ნივთობრივი (ნიადაგის პროფილის ყველაზე ქვედა შრე, მკვრივი, უწყვეტი კლდოვანი ქანები, რომელთა დამუშავება ხელით შეუძლებელია).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები