ნია აბესაძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნია აბესაძე

ნია აბესაძე − (1929 − 1992), ქართველი პოეტი. 1953 წელს დაამთავრა თსუ, 1963 წლიდან — ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული. ლექსების ციკლი მიუძღვნა უკრაინას და ასევე თარგმნიდა უკრაინული პოეზიის ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც არიან: ლესია უკრაინკა, მიკოლა ბაჟანი, პავლო ტიჩინა, ანდრეი მალიშკო. იკვლევდა უკრაინულ ლიტერატურას და მიუძღვნა მას რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი.

ქართლის გზებზე
ასეთ გზას ხშირად შეხვდები ქართლში:
გაიწვდი ხელს და ცის კიდეს სწვდები,
უცებ გადაკვეთს ტრამალებს გაშლილს
ქარავანივით გაბმული მთები.
ფერდობზე მწუხრი ცერით ეშვება
და მთვარის შუქზე გაარჩევ ძნელად –
გაქვავებულან დევის ეშვები,
თუ ცას გაჰკვრია ტაძარი ძველი.
ურყევად დგანან მისი თაღები,
რომ იღაღადონ უხმოდ, – „არ ვკვდებით!..”
... და ჰგავს სამოთხის კარის გაღებას
ცით ავსებული ძველი სარკმელი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები