ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (ვაკე); ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ირაკლი აბაშიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მეტალურგიის ქუჩა, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელი ჰქვია.