ნიკო ბურის სახლი მუხრანში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკო ბურის მშობლიური სახლი მუხრანში

ნიკო ბურის სახლი მუხრანში -არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ მუხრანში, ე.წ. გალავნის უბანში. აგებულია XIX საუკუნეში. სახლი ეკუთვნოდა ინგლის-ბურების ომის (1899-1902) აქტიურ მონაწილეს ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონს (ნიკო ბური, ავტორი ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს.

სახლი (17,3X17,3 მ) სამსართულიანია, ნაგებია აგურით. დგას გლუვ ცოკოლზე მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთითაა. შესასვლელის ღერძზე ორმარშიანი კიბის უჯრედია. პირველ სართულზე კიბის უჯრედის მარცხნივ (სამხრეთით) ერთი დარბაზია (5X11,5 მ); მარჯვნივ – ორი ოთახი, რომელთა შორის ვიწრო დერეფანია. დერეფნის ერთი ბოლო კიბის უჯრედს უკავშირდება, ხოლო მეორე – დამხმარე სათავსს მეორე სართულის გეგმა ძირითადად პირველისას ემთხვევა. მესამე, მანსარდის სართულზე უფრო პატარა ოთახებია, ვიდრე პირველსა და მეორეზე. თითქმის ყველა ოთახშია ბუხარი და ნიში.

აღმოსავლეთ ფასადზე, პირველსა და მეორე სართულზე თაღოვანი, ექვსმალიანი ლოჯიებია, ხოლო მესამეზე, ფრონტონის ცენტრალურ ნაწილში – ხისსვეტებიანი, აჟურული თაღებითა და მოაჯირით შემკული სწორკუთხა აივანი, სამხრით, მესამე სართულზე ასეთივე აივანია, მეორეზე – რკინის შეკიდული აივანი. სახლის ჩრდილო-დასავლეთით, ორი სართულის სიმაღლეზე ვიწრო სწორკუთხა დამხმარე სათავსი (2,8X7,9მ) აქვს მიშენებული.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები