ნოვიუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნოვიუსი − (I ს. ძვ.წ.), ძველრომაელი პოეტი, ატელანების ავტორი. მან და პომპონიუსმა ატელანა აქციეს ლიტერატურულ ნაწარმოებად, მისცეს მას პიესის ფორმა. შემორჩენილია მისი ატელანების 44 სახელწოდება და დაახლ. 110 ლექსი.