ნოზემატოზი (ფუტკრის დაავადება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nozematozi.PNG

ნოზემატოზი - ფუტკრის ოჯახის ფარულად მიმდინარე დაავადებაა, აღინიშნება ზამთრის, ბოლოს და გაზაფხულზე, ავადდება როგორც მუშა ფუტკარი, ისე დედები. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მანანა თაფლის ხმარება. ოჯახების 12-20% იღუპება, მათ შორის განსაკუთრებით ბევრია სუსტი ოჯახი და ნუკლეუსი; პროდუქტიულობა 27-55 % -ით მცირდება. ზამთრობით სიცოცხლის ხანგრძლივობა 1-2 თვემდე მოკლდება. დაავადებული დედა ფუტკარი ხშირად უნაყოფო ხდება. და ს აღმძვრელი ერთუჯრედიანი პარაზიტია, რომელიც ბინადრობს შუა ნაწლავის ეპითელურ უჯრედებში. სპორები გავრცელებულია ყველგან: მიწაში, წყალში, მცენარეებზე.

დაავადების ნიშნები- ფუტრის ექსკრემენტებით სკის კედლების, ჩარჩოებისა და ფიჭების ძლიერი დაბინძურება, ოჯახების დასუსტება და დედების დაღუპვა. დაავადებული ფუტკრის შუა ნაწლავი მოთეთრო ფერისაა, ნაოჭების გარეშე. დიაგნოზს ადგენენ გარეგანი ნიშნებითა და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. ამისათვის 3—5 ოჯახიდან 50—60-მდე ცოცხალ ფუტკარს ათავსებენ ასანთის კოლოფში ან ქაღალდის პაკეტებში და აგზავნიან ვეტბაქლაბორატორიაში.

ბრძოლის ღონისძიებები - ოჯახებს კუჭის გასაწმენდად ადრეული გამომწერების საშუალებას აძლევენ, მანანა თაფლს ცვლიან ხარისხიანით. ფუტკარს გადასხამენ დეზინფიცირებულ სუფთა სკებში აშენებულ ფიჭებზე. ბუდეებს ათბუნებენ. მკურნალობისათვის იყენებენ შაქრის სიროფში გახსნილ ანტიბიოტიკ ფუმაგილინს. სუსტი დაავადების დროს 25 ლ სიროფში ხსნიან ერთ ფლაკონ პრეპარატს, ძლიერის დროს — ორ ფლაკონს. მკურნალობის კურსი 10 დღე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში თითოეულ ოჯახს აძლევენ 5 ლ სამკურნალო სიროფს. - ფუმაგილინის მიცემა შეიძლება თაფლშაქრიან ცომში შერეულიც (10—15 კგ ცომზე 2 ფლაკონი ფუმაგილინი), აგრეთვე შაქრის, რძისა და საფუარისგან მომ„ზდებული ცომის სახით. მისი მომზადებისათვის 1 კგ შაქრის ფხვნილს უმატებენ 200 გ ახალ რძეს და ცეცხლზე აცხელებენ შაქრის მთლიანად გახსნამდე, შემდეგ 100 გ საფუარს ხსნიან 20 გ შაქრის ფხვნილში არაჟანის მსგავსი მასის მიღებამდე. საფუარის მასას ურევენ რძეშაქრიან სიროფში და ადუღებამდე მიჰყავთ. მიღებულ მასას აცივებენ, მასში თანდათან ურევენ და ამატებენ წინასწარ მცირე რაოდენობის რძეში გახსნილ 1,6 გ ფუმაგილინს. ცომს 0,5 კგ-ის რაოდენობით ათავსებენ პოლიეთილენის პარკებში და სკაში დებენ საფარი ტილოს ქვეშ. პარკს უკეთებენ რამდენიმე ნახვრეტს ფუტკრის შესასვლელად. ცომს აძლევენ 4-5-ჯერ 5-7 დღის შუალედით.

დეზინფექცია ხის საგნებსა და სკებს დეზინფექციას უკეთებენ ნაცარტუტის 5% იანი ცხელი ხსნარით; მწვავე ნატრიუმის 2% იანი ან კაუსტიკური სოდისა და კალაქვის ნარევის 4%-იანი ხსნარით.

ფიჭებს დეზინფექციას უკეთებენ ფორმალინის 4% -იანი ხსნარით ჰიდრო პულტიდან მთლიან გაჟღენთვამდე. დატენიანებულ ფიჭებს აწყობენ სპეციალურ საკნებში, სკებში ან ყუთებში, მჭიდროდ ხურავენ და ასე აჩერებენ არანაკლებ -20°C-ზე 4 საათის განმავლობაში. ფიჭებს ფორმალინის სუნის მოსაცილებლად 1% -იანი ნიშადურის სპირტს შეასხურებენ.

კარგ შედეგს იძლევა ძმრის მჟავას ორთქლით დეზინფექცია. ფიჭებით გავსებულ სკის კორპუსში ზემოდან ათავსებენ ძმრის მჟავას 80 % -იანი ხსნარით დასველებულ ბამბის ფენას, თითო 20-ჩარჩოიან სკაზე 20 მლ ხსნარის ვარაუდით. სკას მჭიდროდ ხურავენ, ღრიჭოებს გლესავენ. ასეთ მდგომარეობაში ფიჭებს აჩერებენ 16-18°C-ზე არანაკლებ სამი დღე-ღამისა, უფრო დაბალ ტემპერატურაზე 5-7 დღემდე. იყენებენ აგრეთვე გაზით დეზინფექციასაც. დეზინფექციის შემდეგ ფიჭებს ანიავებენ.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები