ნოქსი ფილანდერ ჩეიზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფილანდერ ჩეიზ ნოქსი − (ინგლ. Philander Chase Knox; 6 მაისი 1853, ბრაუნსვილი, პელსენვანია, აშშ – 12 ოქტომბერი 1921 ვაშინგტონი აშშ), აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.
1901-04 – აშშ-ის იუსტიციის მინისტრი;
1904-09 – სენატორი, აწარმოებდა მოლაპარაკებებს პარიზში შეერთებული შტატებისათვის პანამის არხის მშენებლობაზე კონცესიის მიყიდვისათვის.
1909-13 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, აქტიურად უწყობდა ხელს „დოლარის დიპლომატიას“ ლათინურ ამერიკაში და „ღია კარების“ პოლიტიკას ჩინეთში: შეიმუშავა მანჯურიის რკინიგზის „ნეიტრალიზაციის“ გეგმა;
1917-დან – სენატორი, გამოდიოდა ვერსალის საზავო ხელშეკრულების 1919 რატიფიკაციის და ერთა ლიგაში აშშ-ის მონაწილეობის წინააღმდეგ.