საწყისი მერიდიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნულოვანი მერიდიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საწყისი მერიდიანი სფეროზე და მისი მარკირება კედელზე და იატაკზე გრინვიჩის ობსერვატორიაში

საწყისი მერიდიანი − (prime meridian, principal meridian), იგივე ნულოვანი მერიდიანი, რომელიც გრძედების გადათვლის დროს პირობით მიღებულია პირველ მერიდიანად და ითვლება მსოფლიო დროის ათვლის საწყისად. 1871 წელს საერთაშორისო გეოგრაფიულ კონგრესზე დაისვა საკითხი საწყის მერიდიანად გრინვიჩის მერიდიანის აღიარების შესახებ, რაც განხორციელდა 1884 წელს. 25 ქვეყნის წარმომადგენელმა ვაშინგტონის საერთაშორისო კონფერენციაზე საწყის მერიდიანად აღიარა ქ. ლონდონის გარეუბანში, მდინარე ტემზის მარჯვენა ნაპირზე მდებარე გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის ტელესკოპზე წარმოსახვით გამავალი მერიდიანი. რკინიგზის და ტელეგრაფის ამოქმედებამდე გრინვიჩის დრო ბრიტანეთის გარდა სჭირდებოდათ ზღვაოსნებს, მეცნიერებს, განსაკუთრებით კი გეოგრაფებს, პუნქტებს შორის გრძედთა სხვაობის დასადგენად.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები