ნუნეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუნეტი – (ეგვ. Nn.t), ჰერმოპოლისის კოსმოგონიის თანახმად, პირველყოფილი ქაოსური წყლების, ნუნი მდედრობითი წყვილი. ნუნეტი წარმოიდგინებოდა, როგორც „მიწისქვეშა ზეცა“, რომელიც მიწისზედა ზეცის საპირის პიროდ, ქაოსური ნუნის და მასზე მოთავსებული მიწის ქვე მდებარეობდა. ამ „ქვედა ზეცაზე“ ჩასრიალდებოდნენ ხოლმე მზე და მთვარე ჰორიზონტზე ჩასვენების შემდეგ. ნუნეტის არსებას გადმოსცემს მისი დეტერმინატივიც, რომელიც ზეცის დეტერმინატივის „ამოტრიალებულ“ ვარიანტს წარმოადგენს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები