ნუტრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუტრია - (Myocastor coyus). ძუძუმწოვარი. ოჯახი: ნუტრიისებრნი (MYOCASTORIDAE), გვარი: ნუტრია (MYOCASTOR).

ნუტრია - (Myocastor coyus)

სარჩევი

მოკლე აღწერა

სხეულის სოგრძე 50-80 სმ. კუდის 30-50; წონა 12 კგ-მდე საშუალოდ (6 კგ). მხედველობის და ყნოსვის ორგანოები სუსტადაა განვითარებული. მამრებს და მდედრებს გააჩნიათ დიდი ანალური ჯირკველი.

გავრცელება

1930-1832 წლებში (ზოგი ავტორის მიხედვით 1928 წლიდან) წამოყვანილია არგენტინიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან და გაშვებულია სსრკ-ს სამხრეთ რეგიონში. სულ გაშვებულია დაახლოებით 6300 ინდივიდი. კარგად აკლიმატიზირდა ამიერკავკასიაში, მტკვრის ქვედა წელში - სამხრეთ ტაჯიკეთში, საქართველოში და ლენქორანში. საქართველოს მიდამოებში აკლიმატიზირებულია ფოთის მიდამოების ჭაობიან ადგილებში, აფხაზეთში. ნუტრია გაშვბული იყო ჯანდარის ტყეშიც, სადაც იგი მალე მოისპო. რამოდენიმე ეგზემპლარი გაშვებული იქნა ყორუღის აღკვეთილშიც. შესაძლებელია შემოყვანილი იქნა ქვესახეობა Myocastor coyus bonariensis.

ბიოლოგია

ბინადრობს ზღვის წყალმარჩხ ზონაში, რომელიც გამტკნარებულია გამდინარე მდინარეების მიერ, ტბებში, მდინარეებში და მის განშტოებებში, ჭაობებში და დაჭაობებული ტყის მონაკვეთებში. გარდა წყლისა ნუტრიისათვის აუცილებელია ხშირი და უხვი, როგორც წყლის ისე ხმელეთის მცენარეულობა, სადაც მას შეუძლია მოიპოვოს საკვები და საიმედო თავშესაფარი. საშუალოდ არ მიდიან სოროდან 200 მეტრზე შორს. ნუტრიას არ შეუძლია იცხოვროს ისეთ წყალსატევებში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყინება ან შრება. ყინვისას მას ეყინება ცხვირი, კუდი, ტუჩები და ფეხები. ხშირად ნუტრიების ძირითადი ნაწილი იღუპება ზამთრის პერიოდში. წყლის არ არსებობის შემთხვევაში ნუტრია ძალიან ცუდად იტანს სიცხეს, ამ დროს იგი გაუნძრევლად ზის და 2-3 საათით მზეზე ყოფნის შემდეგ იღუპება.

იგი თხრის სოროს იქ, სადაც მაღალი ნაპირია. სოროს შესასვლელის დიამეტრი 18-20 სმ-ია და, როგორც წესი ნახევრად წყლის ქვეშ მდებარეობს, საიდანაც უერთდება საბინადრო კამერას. განშტოებები არ გააჩნია. მეორე სახის თავშესაფარს წარმოადგენს ბუდე, რომელიც უშუალოდ წყლის სიახლოვეს არის განლაგებული. მისი სიგრძე 40-100 სმ, სიმაღლე 15-30 სმ, რომელიც სხვადასხვა სახის მცენარეულობებისაგან შედგება. ზოგჯერ შეიძლება წავაწყდეთ ნაწოლებს, რომელიც გადაწვენილი ლელქაშებისგან და სხვადსხვა ბალახისგან შედგება. ნუტრია ძალიან ხშირად იცვლის ბუდეს, წყლის რეჟიმს, წლის პერიოდის, საკვები ბაზის ცვლილებებისა და მათი ექსკრემენტებით დაბინძურების გამო.

წყალქვეშ შეუძლია გაცუროს 50 მეტრი ან გაუნძრევლად იყოს 4 წუთის განმავლობაში. იკვებება მზის ამოსვლისას და საღამოს, ცივ და წყნარ ადგილებში დღისითაც. ღამით მისი აქტიურობა მცირდება. გამთენიისას მათ უყვართ უმოძრაოდ წოლა წყლის ზედაპირზე.

კვება

იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით - ჭაობის წყლის მცნენარეების ახალგაზრდა ყლორტებით, ამონაყარით, ფესვებითა და ფოთლებით. უყვას მცენარეების ფესვების ახლოს მდებარე ნაწილი. ამ ნუგბარის მოსაპოვებლად ყვინთავს 3 მეტრამდე ან თხრის სველ გრუნტს. ზრდასრული დღეში ჭამს დაახლოებით 3 კგ მცენარეულობას. ზამთრისთვის საკვებს არ ინახავს. საკვების სიმცირის შემთხვევაში იგი საზრდოობს მერქნიანი მცენარეების ქერქითაც. იშვიათ შმთხვევაში (მცენარეული საკვების სიმცირის დროს) იკვებება მოლუსკებით (უკბილოებით), კიბოებით, წურბელებითა და ჭაობის კუებით.

გამრავლება

წლის განმავლობში მრავლდება ორჯერ. ცხოვრობენ წყვილებად. ამიერკავკასიაში გამრავლება ხდება მარტ-ივნისში, ხოლო ნამატის მასიურად დაყრა – ივნის-სექტემბერში. მშობიარობის შემდეგ 2-3 დღეში მდედრი შეიძლება კიდევ განაყოფიერდეს. თუ განაყოფიერება არ მოხდა, განმეორებითი ესტრუსი 24-33 დღეში იწყება. ესტრუსის ხანგრძლივობა ორიდან ოთხ დღემდე გრძელდება. მაკეობის ხანგრძლივობა აღწევს 128-133 დღემე. თითოეულ ჯერზე შობს 4-10 (საშუალოდ 5-ს) ბალნით შემოსილ და თვალაუხილავ ნაშიერს, რომელთც უკვე შეუძლიათ ცურვა. ერთი დღის ასაკში ისინი იწყებენ ზრდასრულების საკვებით კვებას. ახალშობილების მასა დაახლოებით 150-200 გრამია, ლაქტაცია გრძელდება 2 თვე. დედასთან შვილები იმყოფებიან სანამ ახალი ნაყარი არ გაჩნდება. მამრი არ იღებს მონაწილეობას შვილების მოვლაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 5 თვის ასაკში (ზოგი ავტორის მიხედვით 2-8 თვის ასაკში). სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 8 წელია.

მტრებს წარმოადგენენ: ტურა გარეული კატა, მგელი, მელა, არეული ძაღლები, დიდი ზომის ლოქოები და ქარიყლაპიები.



წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები