ოდაღაჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოდაღაჯი − (რკინის ხე, გუაიაკის (ბაკაუტის) ხე), მარადმწვანე ხეების გვარი ორყურასებრთა ოჯახისა. იზრდება ტროპიკულ ამერიკაში. მაღალი ხეებია, აქვთ მაგარი და მძიმე მერქანი, რომელსაც იყენებენ მშენებლობაში ძვირფასი პარკეტის, აგრეთვე მანქანათმშენებლობაში საკისრების, ღერძების, ჩარჩოხერხის ცოციებისა და სხვა დეტალების დასამზადებლად