ოვანოღლიანი ოჰანეს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოჰანეს ოვანოღლიანი

ოჰანეს სედრაკის ძე ოვანოღლიანი – (1901-28.06.1958) სომეხი არტილერიის გენერალ-მაიორი (03.08.1953).

დაიბადა ტფილისის გუბერნიის სოფელ ახალქალაქში, ღვინის მაღაზიის მფლობელის ოჯახში.

1919 წელს წარმატებით დაამთავრა ტფილისის ნერსესიანის სომხური სასულიერო სასწავლებელი და გადავიდა საცხოვრებლად ქ. ალექსანდროპოლში (ერევნის გუბ., ახლ. ქ. გიუმრი), სადაც დაიწყო მუშაობა სარკინიგზო ტელეგრაფზე.

1920-1921 წლებში სწავლობდა სამეთაურო კურსებზე ქ. ბაქოში. სამხედრო სამსახური დაიწყო ოცმეთაურად.

1922-1924 წლებში მსახურობდა შავიზღვის სანაპირო დაცვის საარტილერიო ნაწილებში.

1924-1926 წლებში მსახურობდა ბალტიის ზღვის სანაპირო დაცვის პოლკის, ცალკეული საარტილერიო ბატარეის მეთაურად.

1927 -1931 წლებში სწავლობდა ძერჟინსკის სახ. საარტილერიო აკადემიაში, ლენინგრადში.

1932-1934 წლებში მსახურობდა სომხური საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად.

1934-1935 წლებში მსახურობდა საარტილერიო პოლკის მეთაურად.

1935-1939 წლებში მსახურობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადის შტაბის უფროსად და პოლკოვნიკის წოდებით.

1939 წელს გადმოყვანილ იქნა მოსკოვში, წითელი არმიის მსროლელ-ტექნიკური კომიტეტის უფროსად. ამ თანამდებობაზე მან გამოავლინა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების საბრძოლო მომზადების, მოწინავე გამოცდილების ხედვის და შეფასების ცოდნა.

იგი ავტორია რიგი შრომებისა, საზენიტო ცეცხლის თეორიის და პრაქტიკის დარგში. ოვანოღლიანის წინადადებები და დამუშავებები, წარმატებით იყო გამოყენებული საბრძოლო მოქმედებების დროს, სსრკ დიდ სამამულო ომში. ომის შემდგომ პერიოდში, 1948 წლიდან მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე, რომელიც ეხებოდა საზენიტო არტილერიის ხარისხობრივი განახლების საკითხებს.

1950-იანი წლების დასაწყისში საზენიტო არტილერიამ დაიწყო შეიარაღება, ახალ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, მართვის თანამედროვე ხელსაწყოებით და, საიარაღო დარტყმის სადგურებით.

1951 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და, მიენიჭა სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მისი პირადი და უშუალო მონაწილეობით იყო დამუშავებული რიგი სამეცნიერო-კვლევითი შრომებისა საზენიტო არტილერიის სროლის თეორიის და პრაქტიკის საკითხებში, რომლებმაც ჰპოვეს ეფექტური პრაქტიკული გამოყენება (1941-1945) წლების სსრკ დიდ სამამულო ომში.

1956 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ლენინის, წითელი დროშის და 2 წითელი ვარსკვლავის ორდენებით.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები