ოთარაშვილი ვაჟა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაჟა ოთარაშვილი – დაიბადა 1955 წლის 7 ნოემბერს კასპში. — პოეტური და ისტორიული წიგნების ავტორი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1976), ასპირანტურა (1985).
სამუშაო გამოცდილება
- ინჟინერი (1977-80);
- სპი პედაგოგი 1980 წლიდან.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, №5.30 კასპის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, იურიდიული კომისიის მდივანი.
- საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (2004-2014);
სახელმწიფო ჯილდოები
ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და ლადო ასათიანის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი.
ლიტერატურული საქმიანობა
ვაჟა ოთარაშვილი ავტორია ლექსების კრებულებისა: „ხილვადობა” (1986), „თოვლისფერი ღამეები” (1989), „გველის წელიწადი” (1990), „ჩემი გულუბრყვილო ლანდი” (1991), „ცრემლები ქარში” (1999), „ხეკორძულელის აღსარება” (2001), „ცის სარკმელები” (2003), „მწუხარე ბედნიერება” (2006), „XXI” (2008).
- აგვისტო-2008, სოფ. ქვემო ჭალა
- აგვისტოა, სოფლის შარას მივდევ,
- სიცხისაგან ყველა ფშანი დაშრა...
- გაიარა რუსის ტანკის ჩრდილზე
- ამ ფშატივით ჭორფლიანმა ბავშვმა...
- ისევ ძველი ნასაყდრალი გვიცავს,
- სხვილოს ციხეც მეციხოვნედ შერჩა...
- საქართველო დარდით გაიცრიცა
- და ცის ნამი ენატრება ბეჩავს...
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოეტები
- ქართველი ინჟინრები
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის ლაურეატები
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ოთარაშვილები