ოკამის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოკამის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოკამის განაპირას ჩრდილოეთით, თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12X7,6 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში (კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, კარ-სარკმლის წითრხლები, ლავგარდანი) და ფასადების დეკორატიულ ელემენტებში გამოყენებულია აგური. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს – სამხრეთიით და დასავლეთით (ამოქოლილია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე – თითო თაღოვანი ნიში. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. გრძივი კედლების ორ წყვილ მარტივ პილასტრს ოდნავ შეისრული საბჯენი თაღები ეყრდნობა. შეისრულია კამარაც.

აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე სამ-სამი თაღოვანი შეღრმავებაა, მათ შორის შუა გვერდითებს აღემატება, მის ზედა ნაწილში აგურის წყობით შეღრმავებული ჯვარია გამოყვანილი. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე სწორკუთხა შეღრმავებებია. ეკლესიას კბილანა ლავგარდანი აქვს.



წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები