ოკეანეების ატლასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოკეანეების ატლასი – (atlas of oceans), მსოფლიო ოკეანეების სამეცნიერო-საცნობარო ატლასი. შედგება: ჰიდროგრაფიული, ოკეანეების კვლევის ისტორიის, ფსკერის რელიეფის, გეოლოგიური და გეოფიზიკური აგებულების, კლიმატის, ჰიდროლოგიის, ჰიდროფიზიკის, ჰიდროქიმიის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, მინერალური და ბიოლოგიური რესურსების ამსახველი რუკებისგან. ზოგჯერ ასახულია ადამიანისა და ოკეანის სხვადასხვა ურთიერთობა, მაგ.: ოკეანეების სამეურნეო მიზნით გამოყენება. ატლასებს ახლავს საცნობარო მონაცემები და საძიებელი. საუკეთესოდ არის მიჩნეული საბჭოთა ხუთტომეული: „წყნარი ოკეანე“, „ატლანტის და ინდოეთის ოკეანე“, „ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე“, „მსოფლიო ოკეანის სრუტეები“, „ოკეანე და ადამიანი“.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები