ოლიმპიური მოძრაობა
ოლიმპიური მოძრაობა - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობით წარმართული შეთანხმებული, ორგანიზებული, უნივერსალური და უწყვეტი საქმიანობაა. იგი ხუთ კონტინტენტს მოიცავს და პიკს აღწევს ოლიმპიურ თამაშებზე . ოლიმპიური მოძრაობის მიზანია თავისი წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი და უკეთესი მსოფლიოს მშენებლობაში ოლიმპიური ფასეულობების, ახალგაზრდობის სპორტული აღზრდაგანათლების მეშვეობით.
ოლიმპიური მოძრაობის სამი ძირითადი შემადგენელი ნაწილია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო სპორტული ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები. გარდა ამისა, ოლიმპიური მოძრაობა მოიცავს ოლიმპიურ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტებს, ეროვნულ ფედერაციებს, კლუბებსა და პიროვნებებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ფედერაციებსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებში, კერძოდ - სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, სპორტში მოღვაწე სხვა ოფიციალურ პირებსა და ტექნიკურ პერსონალს.
ოლიმპიური მოძრაობის სიმბოლოა ხუთი გადაჯაჭვული რგოლი.