ოლიმპიური რგოლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Olimpiuri rgolebi.PNG

ოლიმპიური რგოლები - ოლიმპიური სიმბოლო - 5 ერთმანეთზე გადაჭდობილი რგოლი, რომელიც 1913 წელს პიერ დე კუბერტენის მიერ არის შემუშავებული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნიშანს წარმოადგენს. სწორედ კუბერტენის მიერ მოხაზული და გაფერადებული ხუთი რგოლი გამოჩნდა პირველად მისივე წერილის თავფურცელზე. მოგვიანებით, მან ხუთი რგოლის მნიშვნელობა დეტალურად განმარტა ოლიმპიურ მიმოხილვაში: „ხუთი რგოლი - ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი - წარმოადგენს სამყაროს ხუთ ნაწილს, რომლებიც უკვე ეზიარნენ ან მომავალში ეზიარებიან ოლიმპიზმს. ექვსი ფერი - ვგულისხმობ ასევე ოლიმპიური დროშის ქსოვილის თეთრ ფონს, იმგვარად არის შერჩეული, რომ წარმოადგენს უკლებლივ ყველა ეროვნების ფერს. ეს საოცარი საერთაშორისო ემბლემაა.“

ოლიმპიური ქარტიის თანახმად: „ოლიმპიური სიმბოლო შედგება ერთნაირი ზომის 5 ურთიერთგადაჯაჭვული რგოლისგან (ოლიმპიური რგოლები), რომლებიც გამოიყენება ცალკე, ერთ ფერში ან 5 სხვადასხვა ფერში, რომელთა თანამიმდევრობა, მარცხნიდან მარჯვნივ, ასეთია: ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი. რგოლები გადაჯაჭვულია მარცხნიდან მარჯვნივ: ცისფერი, შავი და წითელი რგოლები განლაგებულია ზემოთ, ყვითელი და მწვანე რგოლები ქვემოთ. ოლიმპიური სიმბოლო გამოხატავს ოლიმპიურ მოძრაობას, განასახიერებს ხუთი კონტინენტის კავშირს და ოლიმპიურ თამაშებზე მთელი მსოფლიოს სპორტსმენების ერთიანობას.“

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები