ოპერაციული აღრიცხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერაციული აღრიცხვაგამოყენებითი მათემატიკური ანალიზის მეთოდების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას იძლევა ზოგიერთ შემთხვევაში მარტივი და ეკონომიური წესების გამოყენებით ამოიხსნას რთული მათემატიკური ამოცანები (წრფივი დიფერენციალური განტოლებები, ინტეგრალური განტოლებების ზოგიერთი ტიპი და სხვ.). ამასთან დაკავშირებით ოპერაციული აღრიცხვის მეთოდებმა საკმაოდ ფართო გამოყენება ჰპოვეს მექანიკაში, ელექტროტექნიკაში, ავტომატიკაში და მრავალ სხვა დარგში.

ოპერაციული აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს იდეა, რომ მოცემული ფუნქცია („ორიგინალი“) შეიცვალოს რომელიმე სხვა ფუნქციით („გამოსახულებით“), რომელიც მიიღება პირველიდან გარკვეული წესებით (ჩვეულებრივ „გამოსახულება“ არის ფუნქცია, მიღებული მოცემული ფუნქციიდან ლაპლასის გარდაქმნით). ასეთი შეცვლით, დიფერენცირების p=d/dt ოპერატორი ინტერპრეტირდება, როგორც ალგებრული სიდიდე, რის გამოც ზოგიერთი კლასის წრფივი დიფერენციალური განტოლების ინტეგრება და მათემატიკური ანალიზის ზოგი სხვა ამოცანის ამოხსნა დაიყვანება უფრო მარტივი ალგებრული განტოლების ამოხსნამდე.

„გამოსახულების“ „ორიგინალით“ ძიების ოპერაციები მარტივდება „ორიგინალ-გამოსახულებათა“ საკმაოდ ფართო ცხრილების საშუალებით.

ოპერაციული აღრიცხვის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ინგლისელი მეცნიერის ო. ჰევისაიდის შრომებს. ოპერაციული აღრიცხვის მკაცრი მათემატიკური დასაბუთება მიღებულ იქნა ლაპლასის ინტეგრალური გარდაქმნების საშუალებით.

ოპერაციულ აღრიცხვას ფართოდ იყენებენ მეცნიერებისა და ტექნიკის რთული ამოცანების ამოსახსნელად.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები