ოპტაცია
ოპტაცია – (ლათ. Optatio სურვილი, არჩევანი), ორი სახელმწიფოს მოქალაქეობიდან ერთ-ერთის ნებაყოფლობით არჩევა.
ოპტაციის უფლება გათვალისწინებულია ორმაგი მოქალაქეობის კონვენციებში. ოპტაციის უფლების გამოყენება, როგორც წესი, არ ნიშნავს მოქალაქეობის შეძენას, ვინაიდან ამ დროს პირი კი არ იძენს მოქალაქეობას, არამედ კარგავს ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქეობას. არის შემთხვევები, როდესაც ოპტაცია გამოდის როგორც მოქალაქეობის შეძენის ერთ-ერთი ფორმა. ოპტაციის უფლება შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებებში, როცა საქმე ეხება გარკვეული ეროვნების პირთა გადანაცვლებას. ასე მაგ., 1957 25.1II სსრ,-პოლონეთის შეთანხმების თანახმად, სსრკ-დან რეპატრირებულნი საზღვრის გადალახვისთანავე კარგავდნენ სსრკ-ის მოქალაქეობას და იძენდნენ პოლონეთის მოქალაქეობას. ოპტაციას მიმართავენ ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც ერთი სახელმწიფოს ტერიტორია გადადის მეორე სახელმწიფოს საზღვრებში. შესაბამისი შეთანხმების შედეგად მოქალაქეს შეუძლია შეინარჩუნოს თავისი პირვანდელი მოქალაქეობა ან მიიღოს ახალი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე. თუ მოქალაქემ აირჩია იმ სახელმწიფოს მოქალაქეობა, რომელშიც არ ცხოვრობს, გათვალისწინებულია გარკვეული დროის განმავლობაში მისი გადასახლება იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეობაც მან აირჩია. ასეთ შემთხვევებში ქონებრივი უფლებები მოქალაქეებს უნარჩუნდებათ.