ორალური ბგერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორალური ბგერები − პირისმიერი ბგერები, ხმოვნები ღა თანხმოვნები, რომელთა წარმოთქმისას ჰაერნაკადი გარეთ პირის ღრუს გავლით გამოედინება, ცხვირის ღრუ კი ამ დროს რბილი სასის აწევით გადაკეტილია. სალიტერატურო ქართულის 33 ფონემიდან 31 ორალურია. გამონაკლისს ქმნის ორი ნაზალური ბგერა და , რომელთა წარმოთქმისას ცხვირის ღრუს გზა ღიაა (რბილი სასა ჩამოშვებულია), პირისა კი – დაკეტილი. ცხვირის ღრუსკენ გზის გადაკეტვა ათავისუფლებს ორალურ ბგერებს ცხვირისმიერი შეფერილობიდან. ამიტომ მათ ზოგჯერ სუფთა ბგერებსაც უწოდებენ.

ზ. ჯაფარიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია '

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები