ორობითობის პრინციპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორობითობის პრინციპი – ზოგიერთ მათემატიკურ თეორიაში ცნებათა ორი ჯგუფის ურთიერთშენაცვლების თვისება. სწორი თეორემების ყოველი ცნების შეცვლისას სხვა ჯგუფის მისი შესაბამისი ცნებით ვღებულობთ მათ ორობითს, აგრეთვე სწორ თეორემებს.
ორობითობის პრინციპი პირველად გამოიყენა ბრიანშონმა (1806). ოფიციალურად იგი აღმოაჩინა პონსელიემ, რომელიც ტყვედ ყოფნის დროს ცხოვრობდა ქ. სარატოვში. თავისი აღმოჩენა მან გამოაქვეყნა მხოლოდ 1822 წელს. შემდგომში პონსელიეს იდეა ზოგადი ფორმით დაამუშავა ჟერგონმა და 1824 - 1827 წლებში გამოქვეყნებულ სამ სტატიაში სცადა დაესაბუთებინა პრინციპი.