ოროზიუსი პავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პავლე ოროზიუსი – (ლათ. Paulus Orosius; დ. დაახლ. 380 — გ. დაახლ. 420), რომაელი ისტორიკოსი.

პავლე ოროზიუსი იყო V საუკუნის ისტორიოგრაფიის წარმომადგენელი, რომლის შემოქმედებაშიც აისახა აღნიშნული ხანის რელიგიური ბრძოლა.

ოროზიუსი დაიბადა IV საუკუნის ბოლოს ესპანეთის ქალაქ ტარაკონაში, V საუკუნის დასაწყისში მას მიუღია ქრისტიანული სარწმუნოება. ამ ხანის ესპანეთში გაცხოველებული ინტერესი იყო ე. წ. პრისცილინელთა მოძღვრების ირგვლივ (ეს იყო რელიგიური მიმართულება, რომლის მომხრენიც მატერიას ბოროტი საწყისის განსახიერებად, ხოლო სულს ღმერთის ნაწილად თვლიდნენ, სწამდათ ვარსკვლავების გავლენა ადამიანის ბედ-იღბალზე) და ოროზიუსიც ჩაება რელიგიურ პოლემიკაში. 431-415 წლებში ცოდნის შევსების მიზნით, ოროზიუსი გაემგზავრა ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქ ჰიპონში, სადაც ამ დროს მოღვაწეობდა ნეტარი ავგუსტინე. ავგუსტინესთან მან რამდენიმე ხანს დაყო და მისივე რეკომენდაციით გაემგზავრა ჯერ პალესტინაში, ხოლო შემდეგ ბეთლემში. პალესტინაში ოროზიუსი ჩაება რელიგიურ ბრძოლაში პელაგიანთა წინააღმდეგ. ოროზიუსის ამ საქმიანობის შედეგი იყო ის, რომ იერუსალიმის ეპისკოპოსმა მოიწვია სინოდი, სადაც ოროზიუსმა წაიკითხა, ლათინურ ენაზე დაწერილი ავგუსტინეს შრომები, რომლებშიც ის გმობდა პელაგიანთა სწავლებას, პალესტინიდან ოროზიუსი დაბრუნდა აფრიკაში, სადაც გარდაიცვალა.

ოროზიუსმა დაწერა რამდენიმე თხზულება, რომელთაგან ისტორიოგრაფიული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული სამყაროს ისტორიას ადამის დროიდან ახ. წ. 410 წლამდე. იგი შედგებოდა 7 წიგნისაგან, თხზულების სათაურია „ისტორია წარმართების წინააღმდეგ“.

თხზულება წარმოადგენს მოვლენათა პრაგმატულ ქრონიკას. მას საფუძვლად უდევს ავტორის გარკვეული კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, ყველა უბედურების მიზეზია არა ძველი ღმერთებისაგან განდგომა, არამედ ის, რომ დადგა შურისგების ჟამი, წარსულის ბოროტმოქმედებათა გამო.

შრომა დაწერილია მაღალფარდოვანი ენით, მასში შეინიშნება ტენდენციური მიდგომა წყაროების მიმართ, როგორც წესი, ემყარება მხოლოდ რომაელი ავტორების - ცეზარის, სვეტონიუსის, ლივიუსის, ტაციტუსის, ფლორუსის და სხვათა შრომებს, გამოყენებული ჰქონდა აგრეთვე ძველი და ახალი აღთქმის მასალები. დასახელებული ნაშრომი ოროზიუსმა დაწერა ავგუსტინეს დავალებით 417 წელს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები