ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია - მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ გარდატენიდან აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე, მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე. ეკლესია თარიღდება გვიანდელ ფეოდალურ ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11,8X6,9 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. გამოყენებულია შირიმიც. დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, ჩამოცვენილია აღმოსავლეთით და სამხრეთით ფასადის საპირე ქვები. ეკლესიას ორ თაღოვანი შესასვლელი აქვს: სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ცენტრში (გაუქმებულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდის კედლის, ქვემოთ ქვის განიერი საფეხური გასდევს. საკურთხევლის იატაკი ეკლესიის იატაკიდან ამაღლებულია ერთი საფეხურით. აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია (ჩრდილოეთის სათავსი ამოქოლილია). დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. დასავლეთ კედელთან და აფსიდის მხართან ორსაფეხურიანი კუთხის პილასტრებია. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში ერთი თაღოვანი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ორი.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები