ორტი (მათემატიკური)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორტი – ერთეული სიგრძის ვექტორი. ბერძნულად ορϑοζ – სწორი, ლათინურად orientation – ორიენტაცია, ე. ი. მოცემული ვექტორის ან ღერძის მიმართულება.
ტერმინი შემოიღო ჰევისაიდმა (1892), როგორც შემოკლება სიტყვისა „ორიენტაცია“.
მოცემული ვექტორის ორტი (
) შეიძლება ასე გამოვსახოთ:
, სადაც |
| -
ვექტორის სიგრძეა.
ჩვეულებრივ, დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში ორტებს აღნიშნავენ ასოებით, რომლებიც შესაბამისად მიმართულნი არიან კოორდინატთა 0x, 0y, 0z ღერძების გასწვრივ და განსაზღვრავენ ამ ღერძების მიმართულებას. ზოგჯერ
-ს მაგივრად ორტებს აღნიშნავენ
ვექტორებით.
ევკლიდეს სამგანზომილებიან 0xyz სივრცეში ყოველი ვექტორი შეიძლება დავშალოთ სამ არაკომპლანარულ ვექტორად:
სადაც x, y, z – ვექტორის კოორდინატებია.