ვექტორის კოორდინატები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვექტორის კოორდინატებივექტორული აღრიცხვის სხვადასხვა ტიპის გამოთვლასთან დაკავშირებით საჭირო ხდება ვექტორების გამოსახვა კოორდინატების საშუალებით. ვექტორებზე მოქმედებები უფრო მოსახერხებელია შესრულდეს კოორდინატების დახმარებით.

Veqtoris koordinatebi.png

ირჩევენ სამ ურთიერთპერპენდიკულარულ ერთეული სიგრძის Matem001.png ვექტორს, მიმართულს დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემის ღერძების გასწვრივ. ყოველი Veqtoruli namravli001.png ვექტორი ერთადერთი სახით ასე გამოისახება: Veqtoruli namravli001.png = xVeqtori007.png + y Veqtori009.png + zVeqtori011.png , ამასთანავე, x, y, z რიცხვებს ეწოდება Veqtoruli namravli001.png ვექტორის კოორდინატები, ხოლო Matem001.png ვექტორებს – საბაზისო ვექტორები (ანუ ორტები) ვექტორებზე შესრულებულ სხვადასხვა მოქმედებას შეესაბამება x,მართკ y, z კოორდინატებზე შესრულებული მოქმედებები. თუ ვექტორს განვიხილავთ, როგორც მიმართულ მონაკვეთს, მაშინ კოორდინატთა მართკუთხა სისტემაში Veqt003.png ვექტორის კოორდინატები ეწოდება (x2-x1, y2-y1, z2-z1) რიცხვებს, სადაც და (x2, y2, z2) შესაბამისად A და B წერტილების კოორდინატებია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები