ვექტორული აღრიცხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვექტორული აღრიცხვამათემატიკის დარგი, რომელშიც შეისწავლება ვექტორებზე ოპერაციების თვისებები. ვექტორული აღრიცხვა იყოფა ვექტორულ ალგებრად და ვექტორულ ანალიზად. ვექტორული ალგებრა სწავლობს მუდმივ ვექტორებს, ვექტორული ანალიზი კი – ცვლად ვექტორებს – ფუნქციებს, რომელთა მნიშვნელობანი ვექტორებია (ვექტორ-ფუნქციები).

ვექტორული აღრიცხვა წარმოიშვა მე-19 საუკუნეში, რაც განაპირობა მექანიკისა და ფიზიკის მოთხოვნებმა, ვინაიდან მრავალი ფიზიკური სიდიდის (მაგ., ძალა, სიჩქარე, აჩქარება და სხვ.) აღწერა არ შეიძლებოდა მხოლოდ მისი რიცხვობრივი მნიშვნელობით; მათი სრული აღწერისათვის საჭირო იყო მიმართულების მითითებაც.

ვექტორულ აღრიცხვას საფუძველი ჩაუყარეს უ. ჰამილტონისა და პ. გრასმანის გამოკვლევებმა. ვექტორულ აღრიცხვას თანამედროვე სახე მისცა ჯ. გიბსმა.

ვექტორული აღრიცხვა წარმოადგენს დიფერენციალური გეომეტრიის, ველის თეორიის, მექანიკის მრავალრიცხვოვანი ამოცანის ამოხსნის ძირითად იარაღს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები