ველი (ალგებრული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველი (ალგებრული) – ველი ეწოდება ელემენტთა არაცარიელ K სიმრავლეს (ელემენტთა ერთობლიობას), რომელშიც განსაზღვრულია შეკრებისა და გამრავლების ალგებრული მოქმედებანი. ეს მოქმედებანი აკმაყოფილებენ შემდეგ აქსიომებს:

1) თუ a,b,c ϵ K, მაშინ a+b = b+a; ab=ba; (a+b)+c = a+(b+c); (ab)c=a(bc);
2) K-ში არსებობს ე.წ. ნულოვანი ელემენტი (o), ისეთი რომ a+o=a; a+(-a)=0;
3) K-ში არსებობს ე. წ. ერთეული ელემენტი (c), ისეთი, რომ a·e = a; თუ a≠o, მაშინ a∙a-1 = e;
4) K სიმრავლის ნებისმიერი a,b,c ელემენტებისათვის (a+b) c=ac+bc.

ველის მაგალითებია რაციონალური რიცხვების Q სიმრავლე; ნამდვილ რიცხვთა R სიმრავლე; კომპლექსურ რიცხვთა C სიმრავლე.

ველის თეორიის ჩანასახები მიეკუთვნება მე-19 საუკუნის ორმოცდაათიან წლებს, როდესაც საფრანგეთში ე. გალუას და ჟ. ლაგრანჟის მიერ გამოქვეყნებული შრომების შემდეგ დაიწყო კვლევა ჯგუფთა თეორიაში, ხოლო გერმანიაში შეისწავლიდნენ და ავითარებდნენ გაუსის შრომებს რიცხვთა თეორიაში. ამის შედეგად ცხადი გახდა, რომ საჭიროა თვით რიცხვთა სისტემების ბუნების კვლევა. ველის შესახებ კონცეფციები გამოჩნდა ლ. კრონეკერისა და რ. დედეკინდის შრომებში. კრონეკერმა შემოიღო რაციონარული არის ცნება. ამ საკითხზე მან მუშაობა დაიწყო 1853 წელს და საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახით გამოაქვეყნა 1882 წელს. დედეკინდმა თავის ლექციებში (1857 –1858) შემოიტანა ველის ცნება, რომელსაც იგი პირველად უწოდებდა „რაციონალურ არეს“. დედეკინდის თეორია გამოქვეყნებულია პ. დირიხლეს ნაშრომის – „რიცხვთა თეორიის“ – შენიშვნებსა და დამატებებში. მათში დედეკინდმა არსებითად შეავსო და განავითარა რიცხვთა თეორია და სასრული ველის თეორია. ტერმინი „ველი“ პირველად ამ წიგნის 1871 წლის გამოცემაში გამოჩნდა.

კრონეკერისა და დედეკინდის შრომებს თავდაპირველად არავითარი აღიარება არ მოჰყოლია, მხოლოდ 30 წლის შემდეგ გახდა ცხადი მათი ფუძემდებლური შედეგების მნიშვნელობა.

იხილე აგრეთვე

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები