ძალთა ველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძალთა ველი – ეწოდება სივრცის ნაწილს, რომლის ყოველ წერტილზე მოქმედებს გარკვეული (X,Y,Z) ძალა, რომელიც ამ წერტილის მდებარეობის ფუნქციაა, ე. ი. სიდიდით და მიმართულებით ცალსახად არის განსაზღვრული დროის ყოველ მომენტში. ეს ნიშნავს, რომ ძალთა ველში ცნობილი უნდა იყოს ერთი ვექტორული
ფუნქცია, რომელიც დამოკიდებულია წერტილის
რადიუს-ვექტორზე და t დროზე:
=
(
,t); ან ცნობილი უნდა იყოს სამი სკალარული ფუნქცია –
ძალის გეგმილები: Fx = Fx (x,y,z,t), Fy = Fy (x,y,z,t), Fz = Fz (x,y,z,t), სადაც x, y, z – წერტილის კოორდინატებია.
თუ ძალა t დროზე ცხადად არ არის დამოკიდებული, მაშინ ძალთა ველს ეწოდება სტაციონარული, თუ t დროზე ცხადად არის დამოკიდებული – არასტაციონარული.