ორჯონიკიძე გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი ორჯონიკიძე

გივი ორჯონიკიძე – (11. VIII. 1929, თბილისი – 15. V. 1984, თბილისი), ქართველი მუსიკისმცოდნე და კრიტიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ბ. ასაფიევის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.

1952 დაამთავრა თსუ- ის ისტორიული ფაკულტეტი, 1953 თბილისის კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის განყოფილება (ხელმძღვანელი პროფ. ლ. დონაძე), მასთანვე გაიარა ასპირანტურა. 1955-69 იგი კონსერვატორიის პედაგოგია, 1968-1984 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1973- 84 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პირველი მდივანი იყო. ორჯონიკიძის ნაშრომები მიძღვნილია მუსიკის ესთეტიკის, სოციოლოგიის, მუსიკალური თეატრის, თანამედროვე ქართული რუსული და ევროპული მუსიკის საკითხებისადმი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომები ვერდის „შექსპირული“ ოპერების, რ. შტრაუსის საოპერო შემოქმედების და შოსტაკოვიჩის სიმფონიური შემოქმედების შესახებ. ქართულ მუსიკალურ შემოქმედებას ეძღვნება ორჯონიკიძის წიგნები: „აღმავლობის გზის პრობლემები“ (1978), „თანამედროვე ქართული მუსიკა ესთეტიკისა და სოციოლოგიის შუქზე“ (1984). ორჯონიკიძის მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნებისა და მუსიკისმცოდნეობის განვითარებაში. იგი საერთაშორისო მასშტაბით იყო აღიარებული და დაფასებული. ორჯონიკიძეს მიეძღვნა ქართველ და რუს მუსიკისმცოდნეთა შრომების კრებული-წიგნი (თბ. 1999).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები