ოქრომჭედლიშვილი ილია
ოქრომჭედლიშვილი ილია (1838-1898) — ლიტერატორი, მკვლევარი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი (1863). 1863–69 წწ. მუშაობდა მოსკოვში, ლაზარევის უნივერსიტეტში ქართული ენის უფროს მასწავლებლად. მჭიდრო კავშირში იყო მშობლიურ ქვეყანასთან და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში („ვისრამიანის“ ბეჭდვა, სკოლების დაარსება…). თანამშრომლობდა „საქართველოს მოამბესა“ და სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. თავის წერილებში („ვინ მოიგონა ქართული ანბანი“, 1881, „წერილი დ. ბაქრაძის მიმართ“, „შესახებ ქართველთა და სომეხთა ძველისძველ ისტორიისა“, 1890) მიმოიხილავდა მშობლიური ენისა და ისტორიას საკითხებს. საყურადღებოა ი. ოქრომჭედლიშვილის ნაშრომი „თემურ-ლენგის ლაშქრობა საქართველოში“.