ოქროს საუკუნის ზრდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ოქროს საუკუნის“ ზრდა - (“golden age” growth), ბალანსირებული ზრდა ეკონომიკური ზრდის თეორიაში, როდესაც ეკონომიკური ზრდის გარანტირებული ტემპი სრული დასაქმების პირობებში ბუნებრივი ზრდის ტემპის ტოლია. ტერმინი შემოიღო ჯოან რობინსონმა, რომლის აზრითაც, ასეთი სიტუაცია წარმოიქმნება ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის პირობებში.