პაასიკივი-კეკონენის ხაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაასიკივი-კეკონენის ხაზი – ფინეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გატარებული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც ეწოდა ფინეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეების ი.კ. პაასიკივის და უ. კ. კეკონენის სახელები. ამ კურსის ძირითად შინაარსს წარმოადგენდა კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება საბჭოთა კავშირთან და სხვა სახელმწიფოებთან, პირველ რიგში სკანდინავიის ქვეყნებთან, აქტიური პოლიტიკის გატარება მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უშიშროების განმტკიცების, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიზნით.