პავი პატრის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პავი პატრის - (ფრ. Pavis Patrice). თეატრალური სემიოლოგიის სპეციალისტი.

პატრის პავი ანნა იუბერსფილდის მოწაფე და მიმდევარი, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორია 1989 წლამდე პარიზის III უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის VIII უნივერსიტეტში. პავი ატარებდა სემინარებს სპექტაკლის სემიოტიკურ ანალიზში, დრამატული ტექსტის სცენური ქმედების ენაზე თეატრალური თარგმანის პრობლემებზე; ასევე ასწავლიდა კანადასა და გერმანიაში, მიჰყავდა სემინარები თეატრალური სპექტაკლების კვლევაზე ავინიონის ფესტივალზე, თანამშრომლობდა ანტუან ვიტეზთან.

მან თარგმნა და კომენტარები დაურთო ა. ჩეხოვის მრავალ პიესას.

მისი ძირითადი შრომებია:

  • „თეატრალური სემიოლოგიის პრობლემები“ (მონრეალი, 1976);
  • „თეატრის ლექსიკონი“ (პარიზი, 1986);
  • „თეატრი კულტურათა გზაჯვარედინზე“ (პარიზი, 1990) და სხვ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია „თეატრის ლექსიკონი“, რომელიც ერთ-ერთი პირველი მცდელობაა ანტიკურობიდან დღემდე ყველა თეატრალური ტერმინისა და თეორიული მოსაზრების სისტემატიზაციისა, ზუსტი სამეცნიერო განმარტებებითა და კლასიფიკაციით. აღნიშნული ნაშრომი ნებისმიერი თეატრის მკვლევარისა და თეატრით დაინტერესებული პირებისთვის აუცილებელი სამაგიდო წიგნია.

პავი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ ცხოვრებას და ატარებს ღია გაკვეთილებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები