პაიაჩო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაიაჩო (იტალ. pagliaccio) – ტრადიციული იტალიური თეატრის კომიკური პერსონაჟი. იყო, აგრეთვე, იტალიური კომედია დელ’არტეს პერსონაჟთა შორის მე-16-17 სს.-ში. მოუქნელი, გაუთლელი ჭაბუკი, პანტალონეს მსახური. მაყურებელს აცინებდა თავისი სიბრიყვით, ჯიუტობით, ფუქსავატობით და გადამეტებული სიფრთხილით. ეცვა განიერი, მოჯაჯული ტანსაცმელი დიდი ღილებით. თავზე ეხურა თეთრი ქუდი (შლიაპა) და ეკეთა ნიღაბი.

პაიაჩო ზოგიერთი ნიშნებით ჩამოჰგავს ფრანგულ პიეროს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები