პაიზიელო ჯოვანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯოვანი პაიზიელო (პაეზიელო) – (9 მაისი 1740, ტარანტო – 5 ივნისი 1816, ნეაპოლი), იტალიელი კომპოზიტორი, ნეაპოლური სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი. 1776-83 ცხოვრობდა რუსეთში, იყო სამეფო კარის კაპელმაისტერი და იტალიური ოპერის ინსპექტორი პეტერბურგში. აქ დაწერა და დადგა მრავალი ოპერა. მათ შორის „მოახლე-ქალბატონი“ (1871), პერგოლეზის ერთსახელიანი ინტერმედიის ლიბრეტოზე, „სევილიელი დალაქი“ (1782). 1784-1802 და 1803-18 იყო ნეაპოლის სამეფო კარის კომპოზიტორი, 1802-03 – ნაპოლეონის პირადი კაპელის ხელმძღვანელი პარიზში. დაწერა 100-ზე მეტი ოპერა-სერია და ოპერა-ბუფა. მათ შორის „მშვენიერი მეწისქვილე ქალი“, (1788), „ნინა, ანუ სიყვარულისაგან გაგიჟებული“ (1789). შექმნა 12 სიმფონია, საკულტო კამერულ-საკრავიერი ნაწარმოებები და სხვ.