პალმერსტონი ჰენრი ჯონ ტემპლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰენრი ჯონ ტემპლ პალმერსტონი – 1802 წლიდან მე-3 ვიკონტ პალმერსტონი – (1784-1865), ვიკონტი, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.
1809-28 – სამხედრო მინისტრი;
1810-34, 1835-41 და 1846-51 – საგარეო საქმეთა მინისტრი;
1852-55 – შინაგან საქმეთა მინისტრი;
1855-58, 1859-65 – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბრიტანეთის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა რუსეთს. არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა ყირიმის ომის 1853-56 დაწყებაში, პარიზის კონგრესზე 1856 ცდილობდა თავს მოეხვია რუსეთისათვის ზავის მძიმე პირობები.