პანგერმანული კავშირი
პანგერმანული კავშირი − (1894 წლამდე – საყოველთაო გერმანული კავშირი), გერმანული ბურჟუაზიისა და იუნკრების შოვინისტური ორგანიზაცია. 1891 შექმნეს პანგერმანიზმის მომხრეებმა, მონოპოლისტური ნაციონალისტური წრეების მიერ მსოფლიოს გადანაწილების დასრულებისათვის ბრძოლის პირობებში. პანგერმანული კავშირი, მხარს უჭერდა გერმანიის მიერ მსოფლიო ბატონობის დამყარებას. მისი ძირითადი ამოცანა იყო ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმების შემუშავება, კოლონიების დაპყრობა და სლავების დამორჩილება. პანგერმანისტები მოითხოვდნენ ქვეყნის მილიტარიზაციას, არმიის გაზრდას, ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნას. კავშირს ჰქონდა ფილიალების ფართი ქსელი მთელ გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ, 1920 წლის მარტში პანგერმანული კავშირის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონტრრევოლუციურ პუტჩში, რომლის მიზანი იყო ვაიმარის რესპუბლიკის განადგურება. მრავალი მათგანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფაშისტურ მოძრაობასთან და შემდგომში შევიდა მიულერის ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში. პანგერმანული კავშირი გაუქმდა 1939.