პანგუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანგუ(ჩინ.) კვერცხიდან გამოჩეკილი უზარმაზარი ადამიანი, რომლის სიკვდილის შემდეგ მისი ასოებისგან სამყარო შეიქმნა. დიდი ხნის წინათ მსოფლიო კვერცხიდან დაიბადა პანგუ, პატარა ბავშვი; მის ფეხებქვეშ კვერცხის გული მიწად იქცა, მის ზემოთ ცილა – ცად. და იდგა პანგუ ცასა და მიწას შორის. იზრდებოდა პანგუ და მის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მანძილი მიწასა და ცას შორის. თანდათან შორდებოდნენ ერთმანეთს ცა და მიწა. ბოლოს, შეწყვიტა პანგუმ ზრდა და ცა მეტად აღარ დაშორებია დედამიწას. და მოკვდა პანგუ და წაიქცა პანგუ.

პანგუ რომ მოკვდა, პანგუს სუნთქვისაგან ქარი და ღრუბლები წარმოიშვა; მისი ხმისაგან – გრგვინვა და ქუხილი; მარცხენა თვალი მზედ გადაიქცა, მარჯვენა თვალი – მთვარედ; მისი ოთხი კიდური ქვეყნის ოთხ კიდედ გადაიქცა, მისი სისხლისაგან მდინარეები წარმოიშვა; მისი ძარღვებისაგან – გზები; ხორცისაგან – მიწის ნიადაგი; თავის თმისაგან – ვარსკვლავები; ტანის თმისაგან – მცენარეულობა; კანისაგან – ბალახი; ძვლებისაგან – ქვები და კლდეები; კბილებისაგან – მბრწყინავი ლითონები. ასევე ინდურ მითოლოგიაში პურუშას სხეულის ასოთაგან შეიქმნა სამყაროს ნაწილები, ოღონდ პანგუსაგან განსხვავებით, პურუშა მსხვერპლად დაკლეს ღმერთებმა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები