პანტომიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანტომიმი - საბერძნეთში უძველესი დროიდან არსებობდა წარმოდგენის სახეობა, სადაც თამაშდებოდა ყოფითი და პაროდიულ-სატირული ხასიათის პატარა სცენები (უფრო ხშირად, იმპროვიზაციული) – მიმოსები. პირველ ხანად მიმოსებს ასრულებდნენ თავად სოფლის ან ქალაქის მცხოვრებნი. ელინისტურ ეპოქაში უკვე არსებობდა მიმოსების შემსრულებელი მოხეტიალე მსახიობთა დასები. მიმოსებში ასახული იყო ცხოვრებისეული ტიპები და ასევე მითოლოგიური პერსონაჟები ღმერთები და გმირები თავისი ღირსებებითა და ნაკლით. მე-4-3 სს. ძვ.წ. მიმოსი ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთშიც. მიმოსების მსახიობთა შორის იყვნენ ქალებიც. მსახიობები თამაშობდნენ უნიღბოდ. წარმოდგენებს მართავდნენ ხის ფიცარნაგებზე, დეკორაციის ნაცვლად გამოყენებული იყო ხის ტიხარები და შირმები.

ელინისტურ ეპოქაში ფართო გავრცელება ჰპოვა, აგრეთვე, პანტომიმის ანუ მითოლოგიურ სიუჟეტზე მიმიკური ცეკვის ხელოვნებამაც. პანტომიმის მსახიობები, სიტყვის და სიმღერის მოშველიების გარეშე, ცეკვით გადმოსცემდნენ რთულ ადამიანურ განცდებს. ამასთანავე, კოსტიუმის შეცვლით და ახალი ნიღბის გამოყენებით, პანტომიმი ზოგჯერ რამდენიმე პერსონაჟს ასახიერებდა როგორც წესი, ფლეიტის აკომპანემენტის თანხლებით, პანტომიმი მარტო თამაშობდა მთელ სპექტაკლს.

ძველბერძნულმა თეატრალურმა კულტურამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო თეატრის განვითარებაზე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები