პარაზიტიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარაზიტიზმი – (parasitismus; ბერძნ. parasitos პარაზიტი + ismos ავადმყოფური მდგომარეობა), გენეტიკურად სხვადასხვაგვარი ორგანიზმების ისტორიულად ჩამოყალიბებული ასოციაცია, დაფუძნებული კვებით კავშირებზე, როდესაც ერთი ორგანიზმი (პარაზიტი) ბინადრობს მეორე ორგანიზმში (მასპინძელი) და იყენებს მას, როგორც საკვების მიღების წყაროს. ამასთან, ორივე პარტნიორი ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა სიმწვავის მქონე ანტაგონისტურ ურთიერთობაშია.