შიზოფრენია პარანოიდული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პარანოიდული შიზოფრენია-დან)
პარანოიდული შიზოფრენია - (F20.0), (schizophrenia, paranoid), შიზოფრენიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისთვის, უმეტესად, დამახასიათებელია სისტემატიზებული დევნის ბოდვა შესაბამისი შინაარსის სმენითი ჰალუცინაციებით. ასოციაციური პროცესის აშლილობა, აფექტური, კატატონური და ნეგატიური სიმპტომები არ არის გამოხატული. პიროვნება შედარებით კარგად გამოიყურება. დაავადება იწყება გვიანდელ ასაკში და უკეთესი პროგნოზი აქვს, ვიდრე სხვა ტიპის შიზოფრენიას.