პარანოპლოცეფალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარანოპლოცეფალა – (Paranoplocephala; ბერძნ. para გვერდით + a უარყოფა + hoplon იარაღი + kephale თავი) – ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Anoplocephalata-ს ქვერაზმს.
Paranoplocephala mamillana (ლათ. mamillanus დვრილებით აღჭურვილი) – სახეობა, პარაზიტობს ცხენის, სახედრის, ჯორისა და ჯორცხენას წვრილ ნაწლავებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – საძოვრის ორიბატიდული ტკიპები. ანოპლოცეფალიდების სხვა სახეობებთან ერთად არის კენტჩლიქიანი ცხოველების ანოპლოცეფალიდოზის აღმძვრელი.