პარლამენტთაშორისი კავშირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარლამენტთაშორისი კავშირი – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია; შეიქმნა 1889 პარიზში სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტთა წევრებს შორის პირადი კონტაქტების ხელშეწყობის და თანამშრომლობის განვითარების მიზნით. პარლამენტთაშორისი კავშირში ფუნქციონირებს პოლიტიკური, საერთაშორისო ურთიერთობის, იურიდიული და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური და სოციალური, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და გარემოს დაცვის კომისიები; მინიჭებული აქვს საკონსულტაციო სტატუსი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში და იუნესკოში, უმაღლესი ორგანოა ყოველწლიური კონფერენცია, პარლამენტთაშორისი კავშირის სამდივნო მდებარეობს ჟენევაში.