პარონიმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარონიმიაპარონიმების აღრევა მეტყველებაში ლინგვო-სტილისტიკის თვალსასრისით. მხატვრული ლიტერატურის ენაში პარონიმებით მანიპულირებას ხშირად მიმართავენ და მაშინ იგი მხატვრულ ხერხად აღიქმება.

ენათმეცნიერების თვალსაზრისით პარონიმია სტილისტიკური შეცდომაა. ქართულ სიტყვათაგან პარონიმიის მაგალითი იქნება: უებრო – უებარი. შეუფერებელია სიტყვათშეხამება „უებარი მეგობარი“ ან „უვბრო წამალი", უნდა იყოს „უებრო მეგობარი“, „უებარი წამალი“; პარონიმიის ნიმუშებია აგრეთვე მოუხადა და გადაუხადა სიტყვების აღრევა ფრაზეოლოგიურ გამოთქმებში: „მადლობა მოუხადა“, ნაცვლად სწორი გამოთქმისა „მადლობა გადაუხადა“ (შდრ. „ბოდიში მოუხადა“); ასევე პარონიმიის მაგალითია სიტყვა „მცხოვრების“ მაგიერად სიტყვა „მაცხოვრებლის“ ხმარება და სხვ. პარონიმიის შემთხვევები ხშირია უცხო სიტვეათა გამოყენებისას, მაგ., კომპანია – კამპანია სიტყვების გამოყვნებისას შეცდომაა „ყოველი მნიშვნელოვანი კომპანიისას ეწყობა რეიდები“… (გაზეთიდან): ანდა: „თავს ვერ აღწევენ ცუდ კამპანიას“. უნდა იყოს: „მნიშვნელოვანი კამპანია" და „ცუდი კომპანია“.

თ. ღვინაძე



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები