პარტნიორობის საკოორდინაციო ჯგუფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარტნიორობის საკოორდინაციო ჯგუფი - პროგრამისთვის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ შექმნილი ადმინისტრაციული სტრუქტურა. მდებარეობს ქ. მონსში (ბელგია) და განლაგებულია ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ტერიტორიაზე. პარტნიორობის სამუშაო პროგრამის სამხედრო ასპექტების შესრულებისთვის ჯგუფი მუშაობს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ეგიდით და მის ამოცანებს წარმოადგენს პარტნიორობის პროგრამის ჩარჩოებში ერთობლივი სამხედრო ღონისძიებების კოორდინაცია, სამხედრო სწავლებების სფეროში სამხედრო დაგეგმვის განხორციელება.